შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლება მოქმედებს კონცეფციით-რითია "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებაზე" უარესი"?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ნოემბერი 2018

ექსპერტი, არჩილ გამზარდია წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების არასწორ სტრატეგიაზე საუბრობს, რომლის შედეგადაც მისივე თქმით, მხოლოდ ის ჩანს, რომ "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის ცნობიერება და გადაწყვეტილების მფორმირებელი ფაქტორები საერთოდ არ აქვს არც შესწავლილი და არც გააზრებული:

"ქართული ოცნების" მეორე ტურის წინასაარჩევნო სტრატეგია და პიარი კონცეფციაშივე არაა სწორი - ხელისუფლება მოქმედებს კონცეფციით, რითია "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებაზე" უარესი, ნაცვლად იმისა, რომ იმოქმედონ კონცეფციით, რითია "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობაზე" უკეთესი.

ეს ერთი შეხედვით თანაბარი, ურთიერთგამომდინარე საზომები სინამდვილეში სრულიად სხვადასხვა პიარ კამპანიის შინაარსის მომცემია.

იმის მტკიცება ხელახლა, რაზეც ამომრჩეველმა რამდენიმე წლის წინ გააკეთა არჩევანი, სრულიად უსაგნო ქმედებაა. მსგავსი კამპანია უბრალოდ არაფრის მომცემია, ვინც ვაშაძეს აძლევს ხმას, იმას საკმაოდ კარგად აქვს გააზრებული ძველი ნაცმოს ნეგატივიც და მასზე დაყრდნობით აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

"ქართულ ოცნებას" ჩვენი ამომრჩევლის ცნობიერება და გადაწყვეტილების მფორმირებელი ფაქტორები საერთოდ არ აქვს არც შესწავლილი და არც გააზრებული, სხვა შემთხვევაში სრულიად სხვა ორიენტირებისა და კონცეფციის შემცველ კამპანიას ჩაატარებდა.

"ქართული ოცნების" პიარ სამსახურების ამ მცდარი და არასაკმარისი მიდგომების შედეგიც იყო პირველი ტური და შესაძლოა გახდეს მეორე ტურიც.

ეს რაც უშუალოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვას შეეხება, თორემ დანარჩენი წილი ფაქტორები ასევე მრავალია"-წერს გამზარდია. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია