შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახა ასკურავა: "თბილისის საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ დღეებს ვითვლით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2019

კახა ასკურავა : "აბსოლიტურად ყველა ნორმა ამ ადამიანების მიმართ, ვგულისხმობ დაპატიმრებულ 37 აქტივისტს, დარღვეულია, რაზე უნდა ვილაპარაკოთ როცა 37 ადამიანის საქმეს ერთი მოსამართლე, ფილიშვილი იხილავს"

ეს განცხადება გურიის ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა კახა ასკურავამ  დღეს "გურიის მოამბესთან" საუბარში აკეთბს.

ასკურავა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი დღეა იმყოფება და ის იქ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.

კახა ასკურავა რუსთაველზე გამართული აქციისას იმ მომენტში დაშავდა როცა პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

მისი განცხადებით, მიმდინარე პროცესები ნათლად ადასტურებს რომ ხელისუფლებას არანაირი მხარდაჭერა არა აქვს და კანონპროექტის ჩაგდება არაფორმალური მმართველის მხრიდან ხელისუფლების უზურპაციიისა და მისი უკანონოდ შენარჩუნების მიზნით მოხდა:

"ივანიშვილი არნახულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა და მას მოუწევს ხელისუფლების ხალხისათვის უპირობოდ გადაბარება" - თქვა ასკურავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსტაველის პროსპექტზე აქციის დაშლისას დაკავებულტა სასამართლო სხდომა გუშინ, 19 ნოემბერს მიმდინარეობდა, თუმცა, გადაიდო. ყველა დაკავებულის საქმე ერთ მოსამართლე ვალერიან ფილიაშვილს აქვს ჩაბარებული. მან დღეს მხოლოდ 20-ის დაკავებულის საქმის ნაწილობრივ განხილვა შეძლო. ჯერ უცნობია, დააკისრებს თუ არა ის რომელიმე მათგანს ჯარიმას, თუ დატოვებს პატიმრობაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია