შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექსკლუზივი: "ბევრ ქალაქში არის პანთეონი და არსად ეს თემა სახუმარო არ გახლავთ" - პეტიციის ავტორი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2019

იქნება თუ არა ოზურგეთში  საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი? ამ თემამ უკვე ორი დღეა საზოგადოებისა და ადგილობრივი მედიის დიდი დაინტერესება გამოიწვია

ასევე დიდ ინტერესს იწვევს ამ იდეის ინიციატორთა მოსაზრებები.

"გურიის მოამბე" პირველია, ვინც ამ იდეის ავტორს, ბატონ ზურაბ თავბერიძეს სახლში ესტუმრა და მას გაესაუბრა:

"ვისარგებლე ჩემი უფლებით და დავარეგისტრირე განაცხადი, ვისაც უნდა დაეთანხმება, ვისაც არ უნდა უარს იტყვის, ვისაც უნდა იხუმრებს, ვისაც უნდა სერიოზულად შეხედავს ამ ამბავს" აცხადებს ზურაბ თავბერიძე და იტოვებს იმედს, რომ ეს იდეა ოზურგეთელთა დიდი ნაწილისათვის მისაღები იქნება:

" ბევრ ქალაქში არის პანთეონი და არსად ეს თემა სახუმარო არ გახლავთ. რატომაა გასაკვირი ჩემი პეტიცია არ ვიცი, სამაგიეროდ ვიცი ის, რომ  სასაფლაოების და პანთეონების მოწყობა თვითმმართველობის უფლებამოსილებაში შედის, რაც მე მგონი ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, გარდაცვლილ ადამიანებს პატივით დაკრძალვა სჭირდება, განსაკუთრებით კი იმათ ვინც დამსახურებული პატივისცემით სარგებლობს ოზურგეთელებში. დარწმუნებული ვარ გამოჩნდება ადამიანები, რომლებიც დამატებით დააფინანსებენ პანთეონის მოწყობას, ასევე იმედია ეკლესიასთანაც იქნება კონსულტაციები" - უთხრა "გურიის მოამბეს" თავბერიძემ.

ვრცლად წერილს მოგვიანებით სემოგთავაზებთ.

ცნობისათვის: მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი  ფინანსური სახსრების და მიწის ნაკვეთის გამოყოფისთვის ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად ოზურგეთის მუნიცპალიტეტის საკრებულოს ბიუროს პეტიცით გუშინ მიმართეს

პეტიციაში ნათქვამია, რომ ოზურგეთში არ არსებობს სააფლაო ან სასაფლაოს ნწილი,  რომელიც განკუთვნილი იქნება საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისტვის, რომ გარდაცვალების შემდეგ პატივი მიაგონ ოზურგეთში მოღვაწე ხელოვნების, კულტურის და საზოგადო მოღვაწეებს, ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნულ გმირებს და სხვა გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანებს.

საკრებულომ პეტიცია დღეს, დილის 10 საათზე დაარეგისტრირა და ამ დროისათვის მას უკვე 5 ხელმომწერი ყავს.

ელექტრონულ პეტიციაში  ჰტტპ://პეტიტიონ.ლსგ.გე/ოზურგეტი/პეტიტიონს/ვიეწ/21 მონაწილეობის მიღება ნებისმიერ 18 წელს გადაცილებულ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში, 19 დეკემბრის ჩათვლით, შეუძლია.

თუ პეტიციის ავტორებმა 325 ხმის ან მეტის დაგროვება შეძლო (მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 0,5%), მაშინ ის შესასრულებლად დაეწერება ან მუნიციპალიტეტის მერიას, ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივ კმისიას.

საბოლოოდ ჯერჯერობით არ არის გარკვეული ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსების გადაწყვეტილებას (შესაბამისი ხმების დაგროვების შემთხვევაში) მერია მიიღებს თუ საკრებულო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია