შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუთუნი გაძვირდა – რას ფიქრობენ თელავში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ნოემბერი 2019

თუთუნის ფასი გაორმაგდა.  ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტში 175 მლნ ლარით შემცირებული აქციზის გადასახადის გამო მიიღო, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დანაკლისი უფრო მეტად კონტრაბანდის შედეგია, რომელიც კიდევ გაიზრდება.

სიახლის  მიხედვით, ე.წ. შესახვევ თამბაქოზე და თამბაქოს ნედლეულზე აქციზის გაზრდილი განაკვეთი ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ 1 კგ თამბაქოს ნაწარმი, დღეს მოქმედი 35 ლარის ნაცვლად, 60 ლარით დაიბეგრება. ცვლილება უფილტრო სიგარეტზე ადვალური გადასახადის 30%-მდე ზრდასაც ითვალისწინებს. ამ ცვლილების შედეგად თამბაქოს ნაწარმზე ფასები კვლავ მოიმატებს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. თუთუნი, რომელიც 70 ლარი ღირდა (1 კგ), დღეს უკვე 110 ლარი ღირს, კვირის ბოლომდე კი ფასი უფრო გაიზრდება.

აღნიშნულ საკითხს უარყოფითად აფასებენ თელავში. აქტიური მწეველების თქმით, თუთუნის გაძვირება მათ ისედაც მძიმე სოციალურ ყოფას გააუარესებს.
,,ისედაც ძვირია და კიდევ თუ გაიზარდა ძალიან გაგვიჭირდება ყიდვა. მე მაგალითად თავსაც ვერ დავანებებ, რადგან აქტიური მწეველი ვარ. გამოდის რომ ის ფული, რომელსაც საკვების საყიდლად მოვიხმართ, სიგარეტში უნდა დავხარჯოთ. ყველაფრის გაძვირების მაგივრად სახელმწიფო უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ცხოვრების დონე გაუუმჯობესოს”,- განუცხადა knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა გივი მაილაშვილმა.

თელავის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეების თქმით, მოსახლეობა ისედაც 2 და 3 ლარის თუთუნს ყიდულობს და მისი რეალიზება უჭირთ. გაძვირების შემთხვევაში კი მათი განმარტებით, ვერც ისინი შეძლებენ  პროდუქტის გასაყიდად მოტანას.

,,ცოტა მყიდველი მოდის და ისედაც ცოტას ყიდულობენ. თუ ძვირად მოგვიწევს ჩვენვე ყიდვა, ფასის გაზრდაც მოგვიწევს და მერე როგორ გავყიდით არ ვიცი. ეს გამყიდველებსაც დააზარალებს და მყიდველებსაც”,– განუცხადეს Knews.ge-ს თელავის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია