შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა გვარამია: "მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის ადდგილი განსასჯელის სკამზეა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2019

ტვ "მთავარის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია წუხელ თბილისის საქალაქო სასამართლოში განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

"მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს, სრულიად შეგნებულად, საათების განმავლობაში, დაუსაბუთებლად დაკავებული ყავდა პატიმრები. მაქსიმუმ 12 საათისთვის, ზუსტად იცოდა, რომ ვერ მოასწრებდა დაწყებული საქმეების დასრულებასაც კი, არა თუ, დაუწყებელი პროცესების. მაგრამ არა - ღამის 2 საათზე დაიწყო დღეისთვისვე პროცესების გადადება 5 წუთიანი შუალედით, ნაცვლად სამუშაო დღის დასრულებისთანავე (საღამოს რვაზე), ყველას სახლში გაშვების და პროცესების ნორმალური გრაფიკით გადანიშვნის.

ეს არის უკანონობაც, სადიზმიც და ანტიჰუმანურობაც. ასეთების ადგილი სასამართლო დარბაზებში ნამდვილად არის, ოღონდ არა მოსამართლის სავარძელში, არამედ განსასჯელის სკამზე"-წერს გვარამია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია