შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ე.წ. ქუჩურ გარჩევას, შესაძლოა, კრიმინალის კვალიფიკაცია მიენიჭოს

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ნოემბერი 2018

უახლოეს პერიოდში შს სამინისტროს ინიციატივით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული“,- აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება ბიზნესის შესაძლო რეკეტს, გახარიას თქმით, ეს ბრალდებები ღიმილისმომგვრელია. 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია