შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘მესხეთმა’ გადამწყვეტი მატჩი მოიგო - რეგიონული ლიგა დასრულდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2019
ფოტო: არქივი„ძალიან გახარებულები ვართ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ბიჭებმა ძალები არ დაზოგეს და შედეგიც დავდეთ. ახლა უკვე შეგვიძლია მომავალი სეზონის მიზნები დავსახოთ“, - ამბობს მესხეთის მთავარი მწვრთნელი გელა მაისურაძე. „მესხეთმა“ რეგიონ ლიგაში ასპარეზობა მეშვიდე ადგილზე 22 ქულით დაასრულა. დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა დარჩებოდა თუ არა გუნდი რეგიონ ლიგაში, ამით კი რეგიონული ლიგა 2019 დასრულდა. 2019 წლის სეზონზე საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მესამე და რეგიონულ ლიგებში სამცხე–ჯავახეთიდან ოთხი გუნდი ასპარეზობდა. სამი მათგანი ბორჯომის „თორი“ , ახალქალაქის „აბული“ და „მესხეთი“ მომავალ წელსაც რეგიონულ ლიგაში ცდიან ბედს. რაც შეეხება „ბორჯომს“, მის ბედს ბოლო ორი მატჩი გადაწყვეტს. ამჟამად გუნდი მესამე ლიგაში მეექვსე ადგილზეა, ჩემპიონატიდან გავარდნას კი მხოლოდ ოთხი ქულა აშორებს. [რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია