შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით მჟავანაძე საპატიმროს რამოდენიმე წუთში დატოვებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ნოემბერი 2019

დღეს ღამით 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პატიმრობა მისჯილ, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატ დავით მჟავანაძეს 4 დღის ვადა ეწურება.

ამის შესახებ ინფორმაცია "გურიის მოამბეს" მჟავანაძის ოჯახიდან აცნობეს. შესაბამისად, მჟავანაძე საპატიმროს 12 საათის შემდეგ დატოვებს.

შეგახსენებთ, დავით მჟავანაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა, მათ  სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია