შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას ფიქრობენ გურიაში ხელისუფლების მიერ დანაპირების უკან წაღებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ნოემბერი 2019

პარტია  ქართულიოცნების" თავმჯდომარემ ბიძინაივანიშვილმა  24 ივნისს, 20-21 ივნისსგავრილოვის ღამეს" გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი,   საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო მომიტინგეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.

თუმცა გასულ კვირას პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები - საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა - ჩააგდო.

ამის მთავარი შემომქმედნი მოქმედი მაჟორიტარები იყვნენ, თუმცა მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება, რომ ამ მაჟორიტარების, ანუ ინიციატივის ჩავარდნის უკან მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანისვილი დგას.

საზოგადოებამ ინიციატივა კი აღიქვა, როგორც ხელისუფლების მიერ დანაპირების უკან წაღება და საზოგადოების გადაგდება.

აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, „გურიის მოამბე“-მ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა და მოსახლეობის აზრი დააფიქსირა.

მ.შ. - მთავრობამ ხალხი გადააგდო. ძალიან ცუდი რამ მოხდა. არ უნდა გადაეგდო ნამდვილად,  რომ  იკლავს თვს მაჟორიტარებიო, ნებისმიერი  პოლოტიკური  ძალის ლიდერს დაელაპარაკბოდა და სიით მაინც გევიდოდა. პირველი თუ არა მეორე, მაინც იქნებოდა. მაგრამ, რაღაცაშია საქმე. აწყობთ ალბათ არეულობა. რუსული ნარატივია, მე ასე ვფიქრობ. აწყობს რუსეთს არეულობა. ჩვენი მთავრობა არ უნდა ჩართულიყო ამ თამაშში, მაგრამ დიპლომატები ვერ არიან და  ამიტომ მოხდა ეს.  ყველამ აკეთოს უნდა თავისი საქმე. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. პოლიტიკოსი უნდა იყოს დიპლომატი და პოლიტიკას უნდა მართავდეს პოლიტიკოსი და არადა ბიზნესმენები.  ყველა მეზობელთან გამონახოს საერთო ენა,  რომ არ გადაეკიდონ  მტრად.ბიზნესმენები თავისი ჯიბის გაფართოებისთვის ზრუნავს,  ხალხისთვის არავინ არაა. ოპოზიციას აქვს დიდი გამოცდილება და მე მჯერა რომ ისინი კარგად  წარმართავენ ქვეყანას.ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ და ოპოზიციას ეს უნარი და გამოცდილება აქვთ.  აქვთ დიდი სურვილი, რომ დაალაგომ ქვეყანა, მათაც მობეზრდათ ეს დაპირისპირებები. ამ ხელისუფლებას არც გამოცდილება არა  აქვთ და არაც პროფესიონალები არიან, ელემენტარულად თავიანთი თანამდებობის დასახელებას ვერ ამბობენ. რუსეთმა თუ დაანება ოპოზიციას, ისინი დაალაგებს  ვითარებას.  ქვეყანაში ლიდერი  არ გვინდა  ნამდვილად.  ბელადობა დამთავრდეს უნდა. ყველამ მისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მშენებლობაში. პროპორციული არჩევნები ზუსტად  ამის შანს იძლეოდა და ესეც მოსპეს და გააუქმეს.  ერთი კაცის ჭკუაზეუნდა იმართებოდეს ქვეყანა?!იმიტომა მიდის  უკან და უკან.  ქვეყნიდან მიდის  ხალხი.  დაიცალა ჩემი უბანი.   მე დავრჩი მარტო მგონი და მეც ვფიქრობ წასვლას.

ს.ჭ. - უძირო ჭაობია პოლიტიკა. მე 1989 წლიდან ვიბრძოდი და გამსახურდიას დროს სამჯერ გამლახეს და  რაღა გითხრათ  მეტი.

ნ.ბ - მე ძალიან მეშინია. რას ფიქრობს ეს ხალხი არვიცი.  ნებისმიერი ვინც დგას იქ.   ხელისუფლებამ კი მოატყუა ხალხი.  მაგენი მისი  ჯიბეების გესქელებაზე ფიქრობენ,  ხალხის კეთილდღეობა არ აინტერესებთ.ჩვენ კი დავრბივართ პურის საშოვნელად. ხალხი გადახვეწილია. დაცარიელებულია სოფლები, რიონები. შვილებს ვერ ზრდიან დედები.  მაგენმა ეს არ იციან,   ყველაფერი იციან, მაგრამ მაგენი ბრძოლობენ სკამებისთვის.

მედიკო - ვრწმუნდები მე მაგაში ნამდვილად რომ მოგვატყუა. ადამიანებისუმრავლესობა  ამას ამბობს და  მეცმაგ აზრზე ვარ. ძაან მოგვატყუა და ძაან მტკივა გული. იმედგაცრუებულად ვრჩებით. მე ხმას ვაძლევდი  იმ იმედით და მინდოდა ისეთი ადამიანი  ვინც პენსიას მომიმატებდა, ვინც სოციალურ მხარეს მომიწესრიგებდა, სხვა არჩევანს მე არ ვაკეთებდი. მინდა ხალხისთვის იყოს მთავრობა.

მ.პ. - გლეხი კაცისთვის პროპორციული არჩევნები იქნება თუ მაჟორიტარული, არაფერი მნიშვნელობა არა აქვს. ყველამ აკეთოს მისი საქმე, დაწყებული უფროსიდან დამთავრებული უმცროსამდე. მაგენი ჩამოყარო უნდა სოფლებში და ამუშაო,  ახლა არის  დრო მიწაზე მუშაობის და   მიაყენო უნდა.

გ.ლ. - უნდა შევცვალოთ მთავრობა.

ტ.ო. - ტყუილია ყველაფერი, რაც დაგვპირდნენ. რასაც ოპოზიცია იძახის ის არის მართალი.ესენი ამზადებენისევ იმ საარჩევნო სისტემას, რომ 2024  წელს  გაიმარჯვონ და ხელისუფლებაში  დარჩნენ.

წ.მ. - ხალხს დაეხმარონ და ფასებს დაუკლონ, წამლები და პროდუქტები გაძვირებული როა, თორემ პეტრე მოვა თუ პავლე ხალხს რაში აინტერესებს.არცერთი არ იზამს ხალხისთვის არაფერს.

ტრაპაიძე-ყველანაირად გაგვასწორა მიწასთან. ყველანაირი ტყუილი გვაკადრა, მარა  ეს ტყუილი  კი, ნამდვილად ბოლო იქნება. თუმართლა ტანკები არ შემოიყვანა, მაგი მართლა გადაშენდება. მაგრამ, მაგისგან ყველაფერია მოსალოდნელი. რომ დაიხმაროს რუსეთი  ან ისევ ქართველ ჯარისკაცს გააკეთებიოს.   ახლა რომ უკეთებენ თავის  ქართველს, ამის უარესი რა უნდა მოხდეს. ამას შეგნებულად აკეთებს ივანიშვილი. დავალება აქვს პუტინისგან.მისი მილიარდები რომ შეინარჩუნოს მაგის გულისთვის წირავს მთელ ერს. ქართველები ბრძოლაში არასდროს არ დამარცხებულა და არც დამარცხდება. ქართველი ხალხის კულტურა სულ სხვაა. 99%-ი მაქვს იმედი, რომ გავიმარჯვებთ. მგონიგვეშველება. ბოლო წერტილია. სადაც ბურჯანაძე და უსუფაშვილი აგენთან დადგენ,  სხვა რაღა უნდა ვთქვა.  ეს არის ყველაზე დიდი სიგნალი ოპოზიციისგან რაც ხელისუფლებამ მიიღო .

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია