შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რესტორან ‘რჩეულში’ ხანძარი ლიკვიდირებულია

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ნოემბერი 2019
ფოტო: ტელეკომპანია ბორჯომიოთხმა სახანძრო–სამაშველო ჯგუფმა ხანძრის ჩაქრობა რესტორანში დაახლოებით ხუთსაათიანი მუშაობის შემდეგ შეძლო.„ყველაფერი დამწვარია. ინვენტარი გაფუჭდა, გამოტანა ვერ მოვასწარით, ზარალი დაახლოებით 100 000 ლარია“, – განაცხადა რესტორინის მეპატრონემ ტელეკომპანია „ბორჯომთან“.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადეს, რომ დამწვარია რესტორინის ჭერი, 300 კვადრატული მეტრი. „რჩეულში“ ხანძარი 23 ნოემბერს გაჩნდა. შემთხვევის დროს შენობაში რესტორნის თანამშრომლები და სტუმრები იმყოფებოდნენ, მათი გამოყვანა უვნებლად მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ბუხრიდან გავრცელდა.[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია