"ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ მერვე საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით 21-ე საუკუნეში მერვე საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!" — გამოქვყნდა კობახიძის სახელით ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, პარტია გირჩის აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს რეზიდენციასთან "ვხედავ მეცხვარეს" უმღერეს.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა პარლამენტის შენობიდან დაიწყეს. მათ თან ჰქონდათ "ხატები", რომლებზეც ბიძინა ივანიშვილის სახე იყო გამოსახული წარწერით "წმინდა ბიძინა".