შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლებას ვურჩევდი, დაიხურონ ქუდი და წავიდნენ - ოქროყანის ტაძრის წინამძღვარი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2019

ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში კონსულტაციების დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ. საპროტესტო აქცია 19 საათზე განახლდება და ორგანიზატორები დემონსტრანტებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

საპროტესტო აქციას შეუერთდა სასულიერო პირი, მამა თომა ყალამბეგაშვილიც.

"ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. იმიტომ, რომ ნორმალური აზროვნების საზღვრებიდან არიან გასული. ისინი ყველაფერს იკადრებენ, მაგრამ მე ერთ რჩევას მივცემდი - დაიხურონ ქუდი და წავიდნენ,"-განაცხადა მამა თომამ.

პარლამენტთან იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც. ერთ-ერთი აქტივისტის, ნოდარ რუხაძის თქმით, აქციები კვლავ განახლდება. 

"ამ დილით, 5 საათზე, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოიყენა გადამეტებული ძალა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ დაგვშალა, გამოიყენა რობოკოპები და სპეციალური დანიშნულების რაზმი მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ. ამით ალბათ მას ჰგონია, რომ ყველაფერი დამთავრდება, ჩვენ საპროტესტო აქციებს აღარ გავაგრძელებთ, პიკეტირებებიც მორჩება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდება, რადგან დღეს, 7 საათზე, მთავარი საპროტესტო სცენიდან ჩვენ კვლავ გავაჟღერებთ ჩვენს საპროტესტო გეგმას. აქციები განახლდება,"- განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია