შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უთვალთვალებენ ყველას... შვილს, მეუღლეს და შინაურ ცხოველს, ამაში იხდის ოლიგარქი ფულს" - ნიკა მელია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2019

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, გვარამიას ოჯახის ფარულად თვალთვალს ეხმაურება.

მისი თქმით, ოლიგარქი ივანიშვილი ყველას უთვალთვალებს და სწორედ ამაში იხდის ფულს.

"უთვალთვალებენ ყველას, იმიტომ რომ ოლიგარქი ამაში იხდის ფულს, რომ შეაგროვონ კომპრომატები მაგრამ ამაოდ, ნიკა არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მიზანში ჰყავს ამოღებული თუმცა, მთავარი სამიზნე მთლიანი საზოგადოებაა, მაგრამ ნიკა არის აქტიური ადამიანი, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის ხელისუფლებას და ამიტომ შვილს, მეუღლეს და შინაურ ცხოველს უთვალთვალებენ, ამაში იხდის ოლიგარქი ფულს" - განაცხადა ნიკა მელიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია