სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ის საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა საექსპლუატაციოდ ადგილობრივ თვითმართველობას გადაეცემა. ამის შემდეგ აქ მცხოვრებლები ბინების პრივატიზებას შეძლებენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ნოემბერი 2018
ამის შესახებ დღეს, 24 ნოემბერს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ ე.წ. ხუთსართულიანების დასახლებაში მცხოვრებლებთან შეხვედრაზე განაცხადეს. მათი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღემდე ვერ ახერხებენ სამხედრო ბინების საკუთრებაში დარეგისტრირებას, ახალციხის მერიაში გამარტივებული წესით, ერთი ცნობის აღებით შეძლებენ."გვითხრეს რომ ერთ თვეში უკვე ბინების პრივატიზებას შევძლებთ, დიდი ხანია ეს გვინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდეთ", – ამბობენ ადგილობრივები. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია