გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა - ევროპარლამენტში დებატები დაიწყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2019

ევროპარლამენტში დებატები დაიწყო. წინასწარ ცნობილია, რომ ევროპარლამენტშიკრიტიკული შეფასებები იქნება საქართველოში პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებასა და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დარბევასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტში მმართველმა გუნმა საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები - სონღულაშვილი და ბერაია გაგზავნა, რათა ევროპარლამენტარები ხელისუფლების ქმედების მართებულობაში დაერწმუნებინათ.

ევროპარლამენტარები კი აცხადებენ, რომ მმართველმა გუნმა ხალხისთვის მიცემული დანაპირები არ შეასრულა, რის გამოც მოსახლეობას აქვს უფლება მმართველი გუნდის ეს ქმედება გააპროტესტოს.

"შეშფოთებას იწვევს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. საქართველოს იმიჯი ნამდვილად არ ხდება უკეთესი“ - განაცხადა ტვ „ფორმულასთან“ ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუ კუბილიუსმა.

„რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდსა და მის ლიდერებს, რადგან ეს კრიზისი შეიქმნა იმის გამო რომ დაპირება არ შეასრულეს. მოვუწოდებ მმართველი პარტიის ხელმძღვანელებს გამოიჩინონ ინიციატივა და მოძებნონ გზა ოპოზიციასთან სტრატეგიული კომპრომისის მისაღწევად, რათა არ დაზიანდეს საქართველოს განვითარების პროცესი, რაც ასე გვაღელვებს",- აცხადებს კუბილიუსი.

ევროპარლამენტის კიდევე ერთი წევრი კი ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებას დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი აქვს და ამ ძალას შეუძლია რუსული სტანდარტების შეჩერება.

"ქართული საზოგადოება კვლავ ფხიზლდება სრულყოფილი დემოკრატიის სურვილით. მმართველმა პარტიამ არ შეასრულა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება და ეს გახდა ქუჩაში ხალხის გამოსვლის, საპროტესტო აქციების დაწყებისა და ოპოზიციის უკმაყოფილების საბაბი. საზოგადოებას სურს, რომ შესაბამისად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და აღარ სურს "ქართული ოცნების" მმართველობა იდგეს ქართველ ხალხზე მაღლა. პროტესტი ლეგიტიმურია საზოგადოების ამ ნაწილს სურს დასავლური დემოკრატიის მოდელი და ეს იმის ნიშანია, რომ შესაძლოა არსებობდეს ძალები რომელთაც აქვთ უნარი შეაჩერონ საქართველოში რუსული სტანდარტებისკენ სვლა",-აცხადებს იაცეკ-სარიუშ ვოლსკი.

მარინა კალიურანდის თქმით კი, ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საჯაროა

"საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ღია განცხადება გავაკეთე. ის ევროპარლამენტის გვერდზეც გამოქვეყნდა და საჯაროა. რა თქმა უნდა განვიხილავთ საქართველოს შიდა მოვლენებს, ასევე მომავალ თანამშრომლობას ევროპარლამენტთან",- აღნიშნავს კალიურანდი.

არ წყდება ხისტი განცხადებები ევროპარლამენტიდან ქართული ოცნების მიმართ, რომელიც გამოწვეულია მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გაცემული დაპირების შეუსრულებლობით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ აღმოსავლეთ პარტნიორებმა მიაღწიეს წარმატებას, ძალიან დიდ პროგრესსაც მივაღწიეთ, მაგრამ პრობლემებზეც ვერ დავხუჭავთ თვალს. სამწუხაროდ რეგრესს ვხედავთ საქართველოში, რომელიც ნაბიჯებს წინ დგამდა, მაგრამ ახლა რამდენიმე თვეა მიდის პროტესტი, რომელსაც მთავრობამ ხისტად უპასუხა. გახარია დაინიშნა პრემიერად, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო წლების წინ, ა.შ და ა.შ“ ,- განაცხადა ევროპარლამენტარმა ჟდისლავ კრასნოდებსკიმ.

აგრეთვე ნეგატიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობა ანა ფოტიგამ : „ საქართველოში რეალური შეშფოთების საფუძველი არსებობს. მე ნამდვილად შეშფოთებული ვარ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რომელზეც ვფიქრობ რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი უკიდურესად სახიფათოა და ეს ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ. „

"ქართველი ხალხის ნდობა პარლამენტისა და ქართული დემოკრატიის მიმართ დაკარგულია"

ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე კრიზისულ სიტუაციას ეხმიანებიან და ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოთქვამენ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია პროპორციული საარჩევნო ცვლილების ჩაგდებით მმართველი პარტიის მიერ.

ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტის დეპუტატის, ანდრიუს კუბლიუსის განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოში ცხადჰყოფს, რომ დემოკრატიას პრობლემები აქვს.

„ჩვენ ვიბრძვით უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით იმაზე უფრო მეტად მებრძოლები, ვიდრე თავად ამ ქვეყნების მთავრობები არიან. ბოლო მოვლენები საქართველოში გვაიძულებს ვთქვათ, რომ ქვეყანაში დემოკრატიას პრობლემები აქვს. არ არის დემოკრატია არ არის ინტეგრაცია. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა ქართველმა ხალხმა მთავრობისაგან მიიღო, ამ პირობის შეუსრულებლობამ გამოიწვია საპროტესტო ტალღა თბილისში. ახლა ხალხის ნდობა პარლამენტისა და ქართული დემოკრატიის მიმართ დაკარგულია“,- განაცხადა ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა.

"ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური არასტაბილურობის რისკს ზრდის"

საქართველოში მიმდინარე კრიზისული პოლიტიკური სიტუაცია, მშვიდობიანი აქციების დარბევა და მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების მოტყუება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადასვლასთან დაკავშირებით ძირითადი სასაუბრო თემაა ევროპარლამენტი სხვადასხვა გამოსვლელების მხრიდან .

ევროპის პარლამენტის წევრი კატი პირი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიები დასხდებიან და განმუხტავენ კრიზისულ ვითარებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით.

„ საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მთავრობამ ვერ შეასრულა მისი პირობა 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულზე შეცვლის თაობაზე. ეს პირობა ქართველ ამომრჩევლებს მისცეს და ჩვენ საქართველოს მმართველი პარტიისგან მოველით, რომ შეასრულონ ეს პირობა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველომ დემოკრატიის კუთხით დიდი გზა გაიარა, ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური არასტაბილურობის რისკს ზრდის. საქართველოს ამის საშუალება არ აქვს“ ,- განაცხადა ევროპარლამენტარმა კატი პირიმ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია