შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ გზებს გადაკეტავენ, დავშლით" - შს მინისტრი პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ემუქრება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაური პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმ სამართალდამცავებს საკანონმდებლო ორგანო იმიტომ, აქვთ გადაკეტილი, რომ ცეცხლის დანთება და პიკეტირება არ მოხდეს.

"დაიშლება აქცია. თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებებს, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელს ქალაქს, რა უნდა ვქნათ, სახლში უნდა წავიდეთ? ჩვენ იმიტომ გადავკეტეთ, რომ ისევ არ მოხდეს ცეცხლის დანთება, ისევ არ მოხდეს პიკეტირებები და დისკომფორტი არ შეუქმნან ხალხს. შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ და ნუ დააბრუნებენ ხალხს, არ არის ეს კარგი, ცუდია. ჩვენ ვუთხარით გენერატორებზე, შემოიტანეთ, მოგეხმარებით, დენის გამათბობლებზეც ვუთხარით, მაგრამ არა შეშები და ბოჭკები. მათ უნდათ ჭიდაობა" - აღნიშნა მინისტრმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია