შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ციხეზე ადიგენელი მხატვრის ნამუშევრები გამოფინეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 დეკემბერი 2019
ფრიდონ ბოლქვაძე წარმოშობით ადიგენიდან, სოფელ იჯარეთიდანაა, თუმცა ახლა ბათუმში მოღვაწეობს. ციტადელზე მისი ნამუშევრები ათი დღის განმავლობაში დარჩება.„პროფესიონალური ხატვა 1985 წლიდან დავიწყე. ჩემი ნახატები არის ავანგარდი და ავანგარდს კი ბევრი მიმდინარეობა აქვს. აქ არის მონუმენტური ქართული სიღრმისეული მისტიკა, სიმბოლისტური, ზოგი დეკორატიული“,-ამბობს ბოლქვაძე.ახალციხეში საკუთარი ნამშევრების პერსონალური გამოფენის გაკეთება თავად შესთავაზა მერიის კულტურის სამსახურს. საკუთარ ნამუშევრებს არ ჰყიდის. სურვილი აქვს რომ პერსონალური გამოფენა ინგლისში მოაწყოს.„ვცდილობ, რომ მოვიპოვო უფლება წავიდე ინგლისში პერსონალური გამოფენით. ჩემი ნამუშევრები ბათუმში, თბილისში, ქობულეთში, ანკარასა და რუსეთში მქონდა“,- ამბობს მხატვარი.ციტადელზე არსებულ დარბაზში ფრიდონ ბოლქვაძის ნამუშევრები 12 დეკემბარმდე იქნება გამოფენილი.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია