შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პანკისში მოკლულის ნათესავებმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანისთან მოკლული ვისურ მუთოშვილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს.

მერაბ ქავთარაშვილის განმარტებით, ადგილობრივებმა ოჯახს ეს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. მისივე თქმით, მოლაპარაკებაში მონაწილეობას უხუცესები კვლავ აგრძელებენ.

ცნობისთვის, 27 ნოემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკსის ხეობის სოფელ საკობიანოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 36 წლის ვისი მუთოშვილი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 21 წლის არბი ქავთარაშვილი და 29 წლის რამაზ ხანგოშვილი დააკავა. ბრალდებულებს თელავის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია