შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უსამართლობის გარდა, სადიზმი და ცინიზმია, გიორგი რურუას ციხეში ყოფნა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2019

"ნიკა რურუას ჰქონდა ერთი თან აშკარა, თან ხაზგაუსმელი უნარი თუ თვისება: გადაბრუნებულ სიტყვას ვერც მტერი ეტყოდა და ვერც მოყვარე. ოღონდ არა იმიტომ, რომ ეშინოდათ მისი, არამედ ნიკას ქცევის, თავდაჭერის, სხვა ადამიანისადმი დამოკიდებულების, ადამიანში ღირსების აღიარებისა და ამ აღიარების შესაბამისად მოქმედების გამო. არ მახსოვს საჯაროდ ნათქვამი მისი სიტყვა, რომელიც ვინმეს შეურაცხყოფდა, ვისიმე ღირსებას შეეხებოდა. იშვიათი ადამიანი და პოლიტიკოსი იყო ამ საზოგადოებისათვის.

ზუსტად ერთი წლის წინ სტუდიაში ვიჯექი, პირდაპირ ეთერში, გადაცემა მიმყავდა და საეთეროდან ვერ მოითმინეს, ყურში ჩამძახეს, რომ ნიკა რურუა გარდაიცვალა. აღარ მახსოვს, როგორ ვიქცეოდი დარჩენილი დრო, ვინ მეჯდა გვერდით, რას ვეკითხებოდი, როგორ დავამთავრე გადაცემა. მახსოვს, რომ გამოვედი, ორი თუ სამი საათი ვიჯექი და უბედურების განცდის მეტი არაფერი შემეძლო.

ელდა, ცხადია, განელდა, მაგრამ არსად წავა ნაღველი მისი არყოფნისა და უდროო გარდაცვალების გამო.

უსამართლობის გარდა, სადიზმი და ცინიზმია, გიორგი რურუას ციხეში ყოფნა დღეს. მხნეობა, თავისუფლება და დიდხანს სიცოცხლე მას"

დავით პაიჭაძე; ჟურნალისტი;

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია