შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთი საახალწლოდ შარშანდელზე უკეთ გალამაზდება - მანათობლები მიმდებარე ქუჩებზეც დამონტაჟდება!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 დეკემბერი 2019

 

 

ლანჩხუთი საახალწლოდ შარშანდელზე უკეთ გალამაზდება - მანათობლები მიმდებარე ქუჩებზეც დამონტაჟდება!

ეს წუთია ქალაქის ცენტრში საახალწლო ნათურების მონტაჟი დაიწყო.
ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, დავით წულაძის თქმით, 2020 წლისთვის ჩვენი პატარა ქალაქი გასულ წელთან შედარებით უფრო ლამაზი და მორთული იქნება:
„უკვე დავიწყეთ გარეგანათებების მონტაჟი. გასულ წელს რაც ნათურები გვქონდა, ყველა აღვადგინეთ და გავარემონტეთ. მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე დაახლოებით 25-ისთვის აინთება. წელს ბევრი სიახლე გვექნება. ლამაზი მანათობლებით მარტო ცენტრალური ქუჩა აღარ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებზეც იქნება სადღესასწაულო მანათობლები და ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გახდება“.
„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის ბიუჯეტს ქალაქის საახალწლოდ მორთვა დაახლოებით 17 ათასი ლარი დაუჯდება.

წყარო: "გურია თუდეი"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია