შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 დეკემბერი 2019

ქალაქ თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქცია თელავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით ჩატარდა.

აქციის მონაწილეები ვაჟა გაფრინდაშვილს უკანონო პატიმრად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ექიმი მაშინ დააკავეს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სამკურნალო მიზნით მიდიოდა, რაც დაუშვებელი

,,ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს მაშინ, როცა ის პაციენტთან მიდიოდა დასახმარებლად. როცა ექიმი ხარ, შენ სარგებლობ ე.წ. ,,თეთრი დროშით’’ და წესით არ უნდა ეხებოდეს მას არავინ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პაციენტის დახმარებას ცდილობს. ჩვენ ამ ფაქტს ვაპროტესტებთ და ვითხოვღ მის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან’’,- განუცხადა knews.ge-ს აქციის მონაწილე თაზო ხალხელაურმა.

ცნობისთვის, საოკუპაციო რაჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია