შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილი არ იკადრებს ვინმეს უბრძანოს ეს გააკეთე, ან ვინმეს მიეცი ხმაო-მაჭავარიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 დეკემბერი 2019

"ივანიშვილი არ იკადრებს ვინმეს უბრძანოს ეს გააკეთე,ან ვინმეს მიეცი ხმაო"- ასე ეხმიანება არჩევნების  პროპორციული სისტემით ჩატარების გაუქმებას, "ქართული ოცნების" წევრი ენძელა მაჭავარიანი.

"ახსოვთ, როგორ იყო სააკაშვილის დროს და ვერ წარმოუდგენიათ, დღეს უბრძანოს ბატონმა ივანიშვილმა, (რასაც არასდროს არ იკადრებს ივანიშვილი), რომ ხუნდაძეს უბრძანოს, ამას მიეცი ხმა, იმან ეს არ გააკეთოს... არც თავის თავს აკადრებს ივანიშვილი ამას და არც ხუნდაძეს. ეს არის განსხვავება ჩვენს გუნდსა და მათ გუნდს შორის და მათ მმართველობას შორის...

ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების მიღებისას, ერევა იმ დონეზე, აზრს გამოთქვამს, მაგრამ ის, რომ უბრძანოს ვინმეს, რომ ეს გააკეთე, ასეთ რამეს არ იკადრებს არასდროს, ვინც იცნობს ბიძინა ივანიშვილს, არავინ არ დაიჯერებს, ძალიან ცუდად უნდა იცნობდე, რომ ეს წარმოდგენა გქონდეს, რომ ვიღაცას დაავალოს, გინდა თუ არა, ეს გააკეთე. ის თავის თავსაც პატივს სცემს, ოპონენტსაც და თავის გუნდელსაც"- განაცხადა მაჭავარიანმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია