გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვერავითარი შეთანხმება და კომპრომისი ვერ შედგა" - ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 დეკემბერი 2019

ვერავითარი შეთანხმება და კომპრომისი ვერ შედგა - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართულ რიგით მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

„მეორე ნაწილი ეხებოდა იმას, რომ, საერთაშორისო პარტნიორობამ დააყენეს წინადადება ორივე მხარის წინაშე, ხომ არ გვემსჯელა მხარეებს იმაზე, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტი არის ნახევრად მაჟორიტარული და ნახევრად პროპორციული, ხომ არ გვემსჯელა, რომ საქართველოს პარლამენტის ერთი ნახევარი არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული არამედ, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული, ოღონდ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში.

მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, იმაზე რომ დღეს წამოჭრილი საკითხი განვიხილოთ. ვერავითარი შეთანხმება და კომპრომისი ვერ შედგა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია