შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხაჯიმბამ გააუქმა გადაწყვეტილება ე.წ. მერის არჩევაზე რეფერენდუმის გამოცხადების შესახებ

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2018
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გააუქმა სოხუმის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მერის პირდაპირი წესით არჩევნების ჩატარების შესახებ რეფერენდუმის გამოცხადებაზე.

სოხუმში 25 ოქტომბერს მიიღეს გადაწყვეტილება ქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. დეპუტატების განცხადებით, არჩეული ქალაქის მერი უფრო ლეგიტიმურია, ვიდრე პრეზიდენტის მიერ დანიშნული.

აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტი ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქების და რეგიონების აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს, კონსტიტუციით დადგენილი წესით.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია