სამცხე-ჯავახეთი
ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
06 დეკემბერი 2019
სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.„მოდით, ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე, რა იქნება 2024 წელს, ამას გვაჩვენებს დრო, შესაბამისად, ჩვენ უნდა შევეხოთ ყველა საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ამიტომ პროპორციულიც უნდა ვნახოთ როგორია, შერეულიც, მაჟორიტარულიც, ყველას უნდა შევეხოთ და საზოგადოებას გავაგებინოთ, რომელი იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის განსჯის საგანი, ჯერ კონსტიტუციას არ ვეხებით,“- განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ხაბარელმა.სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად და უპერსპექტივოდ მიაჩნია მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოზაძეს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.„უმთავრესი ნაკლი ამ სისტემის ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა, იმიტომ, რომ ადგილებზე როგორც წესი, მაჟორიტარებად ირჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული ბექგრაუნდი გააჩნია და პოპულარულია. მე ეს ცვლილება უპერსპექტივო მგონია, რა თქმა უნდა, 11-ზე მეტი ეყოლება მხარდამჭერი, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ”, - აცხადებს სიმონ ნოზაძე.[sknews.ge]