სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში დასრულდა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 დეკემბერი 2019
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. „მინდა ავღნიშნო, რომ პირველად ვიმყოფები სამცხე–ჯავახეთში და ძალიან მომეწონა თქვენი კუთხე. ჩვენ შეხვედრებს მთელს საქრთველოში ვმართავთ. ვფიქრობ, რომ საგანმანათლებლო კავშირები, როგორც ჩვენი საელჩოსთვის ასევე თქვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მაკკენზი.დიდი ბრიტანეთის ელჩმა აღნიშნა, რომ სტუდენტებთან ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.„ორივე მხარემ გავიხსენეთ ის ხანგრძლივი ურთიერთობები, რომელიც 30 წელია აკავშირებს უნივერსიტეტს და ბრიტანეთის საელჩოს. ჩვენ ფრიად მოხარული ვართ ელჩის სტუმრობით. მადლობა მას არაჩვეულებრივი ქართულისთვის, რითაც ჩვენი გული მოინადირა“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მაკა ბერიძე.უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ხელმძღვანელმა, გულიკო ჯანოვამ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საელჩო პირველი იყო, რომელმაც თანხა ინგლისური ფილოლოგის ფაკულტეტისთვის წიგნების შესაძენად გამოყო.უნივერსიტეტის შემდეგ ელჩი ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრა. მან ბიბლიოთეკას საბავშვო და სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა გადასცა. 120– მდე წიგნს მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლიოთეკაში გადაანაწილებენ.ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა სტუმრად მისულ ელჩს ღონისძიება მოუწყეს. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძეც დაესწრო. წიგნები ბიბლიოთეკას გიორგი კეკელიძემაც გადასცა.„მნიშვნელოვანია წიგნი და წიგნიერება, უნდა ვცდილობდეთ რომ წიგნი იყოს ჩვენი საუკეთესო მეგობარი. ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან ჭირდება“,- თქვა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორმა.მაკკენზის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში დასრულდა. იგი მოძრავი საელჩოთი ქუთაისში გაემგზავრება.[ნუკა სტეფნაძე, მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია