შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაზის გაჟონვის შედეგად მოწამლული ოზურგეთელი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 დეკემბერი 2019

გუშინ თბილისში, გაზის გაჟონვის შედეგად მოწამლული გიორგი კობიძის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია,იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, წუხელ ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა. 33 წლის ქალი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში დაიღუპა, მისი 22 წლის ძმა კი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

არსებული ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო.

როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, ბინაში სამი ღიაკამერიანი გაზის გამაცხელებელი გამონაბოლქვის გამწოვი მილების გარეშე იყო დამონტაჟებული.  მათივე ცნობით, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ივნისის თვეში ერთხელ უკვე ჩაუხსნეს და გააფრთხილეს, მაგრამ ხელმეორედ, კუსტარულად დააერთეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია