შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ, „ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი არის“- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 დეკემბერი 2019

ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შეფასებისას განაცხადა. მისი განმარტებით, იმ მოდელის თანახმად, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, კონსტიტუცია ძალაშია და მაჟორიტარების ინტერესები დაცულია.

„მთავარია, რომ კონსენსუსი შედგეს და ჩვენ წინ წავიწიოთ. ეს არის გამოსავალი. ჩვენ ამ კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ, იმიტომ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში თუ ხელისუფლება იმოქმედებს ხელების გადაგრეხვის პრინციპით, ლეგიტიმურობას დაკარგავს არჩევნები, ჩვენ ვიქნებით მუდმივი არასტაბილურობის ვითარებაში არჩევნებამდე და არჩევნებს ექნება ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია