შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აღმაშენებლის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2018

ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს და ბოლნისს მალე ახალი რეაბილიტირებული ქუჩა შეემატება. აღმაშენებლის ქუჩაზე, კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება, იგება ბაზალტის ქვაფენილი, ეწყობა ტროტუარები და ბორდიურები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა კიბეებს. მოსახლეობის მოთხოვნით კეთდება დახურული სკვერი, სადაც ახალგაზრდებისთვის მოეწყობა კალათბურთის მოედანი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ტენდერში გამარჯვებული შპს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას დეკემბრის შუა რიცხვებში დაასრულებს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია