შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაკომპლექსებული ერი გავხდით- სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 დეკემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ქართული ენის დაცვის მიზნით აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.

მისი განცხადებით, საქართველო არის, იყო და იქნება კავკასიის კულტურული და მეცნიერული კერა და ცენტრი.

„გლობალიზაციის პერიოდში არ შეიძლება, რომ დავიკარგოთ. გვაქვს ძალიან დიდი კულტურული და მეცნიერული საუნჯე, რომელიც უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ. ამ პროცესში ყველა აქ მყოფი ადამიანი მონაწილე ხართ ამ ძალიან დიდი საქმის და ჩვენ ჩვენი ძალები უნდა შევაერთოთ. გთავაზობთ პლატფორმას იმისათვის, რომ ეს ძალები შევაჯეროთ და ერთად გავძლიერდეთ. ჩვენ ვართ, ვიყავით და ვიქნებით ყოველთვის კავკასიის კულტურული და მეცნიერული კერა და ცენტრი. ეს ჩვენ თავებს უნდა დავაჯეროთ რადგან ზოგჯერ ესეც გვავიწყდება. რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია