შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 დეკემბერი 2019

 

ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას პარლამენტმა უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. გადაწყვეტილება 88 მომხრე ხმით მიიღო უმრავლესობამ.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს, 12 დეკემბერს მიიღო.

მანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი ერთხმად დაუჭირა.სხდომას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

მიზეზი მელიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა ე.წ. “ქართუს საქმეზე”, სადაც მელია დამნაშავედ სცნეს და სანქციად ფულადი ჯარიმა ასევე თანამდებობრივი შეზღუდვა დაუწესეს. მელიას თანაგუნდელების განმარტებით, პარლამენტს მელიასთვის მანდატი ჯერ არ უნდა შეეწყვიტა, რადგან არსებობს შანსი, რომ სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში ეს უკანასკნელი გამართლდეს. უმრავლესობის წევრის ენძელა მაჭავარიანის თქმით, თუ მელიას ზემდგომი ინსტნაციები გაამართლებენ, არსებობს მექანიზმი, რომ მას მანდატი დაუბრუნონ, თუმცა ამისთვის ენმ-მ თავისი სიიდან მელიას ადგილმონაცვლე არ უნდა დაასახელოს.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია