ქალაქ თბილისში, 14 დეკემბერს დაგეგმილი, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მხარდასაჭერ აქციაზე, იძულებით, ბიუჯეტიდან დაფინანსებული დაწესებულებების დამლაგებლებიც მიყავენ.
ამის შესახებ ონფორმაციას ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ნასაკირალის მაჟორიტარი, ბესო ქათამაძე ავრცელებს.
მერიც, დეპუტატის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პირადობის მოწმობებს ართმევენ ამათუიმ დაწესებულების თანამშრომლებს და ამ გზით აიძულებენ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ:
"ბაღში აღმზრდელ მასწავლებელს 120 ლარი რომ აქვს ხელფასი, ხოლო კუთვნილ დასვენების დღეს ივანიშვილის აქციაზე, სამსახურიდან გაგდების მუქარით პირადობის ნომრებს რომ ჩამოართმევ და დამლაგებლის ჩათვილით, ძალით წაყვანა აქციაზე სირცხვილია.
ტეხავს ქოცობა!!!"-წერს დეპუტატი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
ცნობისათვის: ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა 14 დეკემბერს მორიგი აქციის გამართვას გეგმავს.
პარტიაში ამტკიცებენ, რომ ორგანიზატორი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთაა და აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ თქვა, რომ 14 დეკებერს თბილისში ჩამოვლენ პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც და მათი ტრანსპორტირება დაფინანსდება.
ამასობაში სამოქალაქო მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს "ქართული ოცნების" 14 დეკემბრის აქციაზე მისვლას აიძულებენ და მათ გათავისუფლებით ემუქრებიან. მოძრაობა საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით და მათ დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით, იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენენ.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მმართველი პარტიის ოფისსა თუ მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას მართავენ, ტერიტორიაზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ე.წ. "კონტრაქციით" ხვდებიან. განსაკუთრებით აქტიურობენ საკრებულოების, მერიებისა და მერიას დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები. რამდენიმე ასეთ აქციაზე ისინი შეკრებილებს თავს დაესხნენ, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
გამოიყენებენ თუ არა და როგორ, საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების პედაგოგებს, ხელისუფლება ოპოზიციაზე ანგარიშსწორებისათვის, ამას მომავალი გვიჩვენებს.