გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩალაგაშვილი - ფრანგი პენსიონერის განცხადებებს ერთი სახელი აქვს საქართველოს ღალატი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 დეკემბერი 2019

ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ჯარის შესახებ ეხმიანება და საკუთარ ფეისბუკ გევრდზე წერს:

"ჯარი თუ არ გყავს და იარაღი თუ არ გაქვს, რისი მთავარსარდალი ხარ იქნებ აგვიხსნათ, ქალბატონო პრეზიდენტო!

ამ ქალის გამო დახარჯა ბატონმა ბიძინიმ ამდენი მილიონები?
ისე დაგერიგებინათ ხახვი და კარტოფილი და ზურაბიშვილი ჯარის კი არა, სადაც ძალიან მაგარი ადამიანები მსახურობენ, ბოსტნეულის ბაღჩა-ბოსტნის მინისტრად დაგენიშნათ და თქვენც აგცდებოდათ სრულიად ერის გინება და ჩვენც არ შევრცხვებოდით მსოფლიო მასშტაბით.
ქართული კარგად არ იცისო, რომ ბოდიშობთ მთელი ქოცხროვა, რა იცის კარგად აქვე გვითხარით, რომ წინასწარ მოვემზადოთ მისი შემდეგი “წარმატებისთვის”.
ფრანგი პენსიონერის განცხადებებს ერთი სახელი აქვს, უცხო ქვეყნის დავალების შესრულება და საქართველოს ღალატი.
სირცხვილია ქვეყნის პრემიერი პრეზიდენტის განცხადების გამო უკვე ორმოცდამეერთედ რომ იხდის ბოდიშს, ეს მისი მთავრობის დღეების კი არა და საათების დათვლას ნიშნავს.
ბატონო პრემიერო და ქალბატონო პრეზიდენტო, ერთი რამ მინდა შეგახსენოთ და იქნებ დაიმახსოვროთ, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო თავდაცვის მინისტრი, დღეს თქვენი და თქვენი მამა-მარჩენალის პირადი პოლიტპატიმარია. ჩემი თუ არ გჯერათ, ჯარს ჰკითხეთ და მიიღებთ საკადრის პასუხსაც.
ისე, ძალიან მაგრად შეგისრულათ მთელ მთავრობას და განსაკუთრებით თქვენს უმეცარ, ვითომ თავდაცვის მინისტრს თქვენმა სალომემ. მგონი პირდაპირ გითხრათ მოსახსნელია და არდასანიშნი იყო ღარიბაშვილი მაგ პოსტზეო. არაა მასე? 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია