დეკანოზი თეოდორე გიგნაძე სოციალურ ქსელში ქადაგებას აქვეყნებს, რომელიც ახალგაზრდებსა და მათ პოტენციალს ეხება:
„მთელი ჩვენი იმედი თქვენ ხართ, ახალგაზრდობა. სამწუხაროდ, არ გაგიმართლათ ჩვენმა თაობამ იმიტომ, რომ თუ დღეს რაიმე ცუდი ხდება თქვენში, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია, რადგან ადამიანი სოციალური არსებაა. როცა ბავშვი იბადება, მას მეტყველების უნარი აქვს პოტენციაში, რომელიც მხოლოდ შესაბამის გარემოში იხსნება. თუ ბავშვი შვიდ წლამდე მაიმუნების გარემოში გაიზრდება, ის ვერასდროს იმეტყველებს. ეს ეხება ყველაფერს.
და თუ დღეს ჩვენი ახალგაზრდები რაღაც პრობლემებს ქმნიან ზნეობასთან, ნარკომანიასთან, პატრიოტიზმთან თუ რწმენასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია, ჩვენი თაობის ბრალია.
თუმცა გენეტიკას საოცარი თავისებურება აქვს - აი, გგონია, ხე გახმა და უცებ ამოიყრის ახალ ყლორტებს. ამიტომ იმედიანად ვარ, რადგან თქვენში ჩქეფს დავითის, თამარის, სამასი არაგველის, მარაბდელების, ილიას, თერგდალეულების სისხლი. თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააცოცხლოთ, ეს გენეტიკა გააცოცხლოთ და ამით ძალიან გაგვახაროთ...
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე“