შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვისაც ეს არ ესმის, ვინც ამას ამართლებს, ისეთივე ნაძირალაა, როგორიც ამის გამკეთებელი ხიხო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2018

ერთ ეპიზოდსაც გავაანალიზებ და დროებით დაგემშვიდობებით-წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია და ხელისუფლების მხრიდან არჩევნებამდე ორი დღით ადრე ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით დარიგებულ სხვადასხვა სახის პროდუქტების გადაცემის ფაქტს ეხმაურება: 

"წინასაარჩევნოდ რომ ხელისუფალი არიგებ ფქვილს და პირველადი, საბაზისო მოხმარების, ფიზიკურად გადარჩენისთვის აუცილებელ პროდუქტებს, ხარ ნაძირალა. ნაძირალა ისეთი, რომ იმის იქეთ ფსკერიც აღარ არის... იმიტომ, რომ:

ა) ხალხის ესოდენ გასაჭირში, არსებობის ზღვარზე ყოფნა არის შენი პასუხისმგებლობა!

ბ) იცი, რომ რაც უფრო მეტად უჭირთ, მით უფრო იაფად იყიდი!

გ) გახსენდება მხოლოდ წინასაარჩევნოდ, როდესაც მათი გროშებად ნაყიდი სულები-ხმები გჭირდება!

დ) შეგნებულად ართმევ ადამიანურ ღირსებას, როდესაც ცირკის ცხოველებთან ათანაბრებ მათ და პატარა ლუკმის გადაგდებით ნებისმიერ ფოკუსს გააკეთებინებ!

ვისაც ეს არ ესმის, ვინც ამას ამართლებს, ისეთივე ნაძირალაა, როგორიც ამის გამკეთებელი ხიხო"!

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია