შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ალეკო ელისაშვილი "არა ფეოდალებს" აქციის ფარგლებში, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ეწვევა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 დეკემბერი 2019

ალეკო ელისაშვილი და მისი სამოქალაქო მოძრაობის "არა ფეოდალებს" აქტივისტები, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, ოზურგეთის მაჟორიტარის ბიუროს წინ, რამდენიმე წუთში აქციას გამართავენ.

ელისაშვილის მოძრაობამ "არა ფეოდალებს", აქციის ფარგლებში შეხვედრები გურიაში დღეს დილიდან დაიწყო.

ალეკო ელისაშვილმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ჩოხატაურში უკვე დაასრულა.

თუმცა მას, მოსახლეობასთან შეხვედრის შესაძლებლობა, ჩოხატაურის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაქტობრივად არ მისცეს.

განსაკუთრებული ხმაური იყო ჩოხატაურის აგრარულ ბაზარში, სადაც ალეკო ელისაშვილსა და მის მომხრეებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატები, ბაზრის დირექტორი და რამდენიმე ექიმი თავს დაესხნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია