შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

96-წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ახალგორის რაიონიდან დააბრუნეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2019
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ახაშენში (ქვემო ჭალის თემი) მცხოვრები, 96-წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ახალგორის რაიონიდან დააბრუნეს. ამის შესახებ qartli.ge-ს მერის წარმომადგენელმა სტეფანე მესროფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ასაკიანი მამაკაცის გასათავისუფლებად მისი შვილი ახმაჯში გადაიყვანეს, რომელსაც მამა, ჯარიმის გადახდის გარეშე, გამოატენენ. სუს-მა გუშინ საღამოს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გორა ღარიბაშვილი არ იყო დაკავებული. გორა ღარიბაშვილი სახლიდან გუშინ გაიპარა და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წავიდა. ოჯახის წევრებმა ამ ეტაპზე მისი შეჩერება ვერ შეძლეს, რადგან მამაკაცმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოასწრო. უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ამჟამად 96-წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. დაკავების პირველი შემთხვევა გასულ წელს მოხდა. გორა ღარიბაშვილი სისტემატიუარ ცდილობს მიაღწიოს მშობლიურ სოფელ ბოლს. ბოლი ახალგორის (ოკუპირებული) რაიონში მდებარეობს. როგორც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში (ქვემო ჭალის თემში) გვითხრეს, გორა ღარიბაშვილს არაერთხელ უცდია მშობლიურ სოფელ ბოლში გაპარვა. ,,გუშინ ისე მოხდა, რომ ოჯახის წევრებმა ყურადღება მოადუნეს. სულ ცდილობენ, რომ პაპა არ გაეპაროთ ახალგორისკენ." - გვეუბნება ქვემო ჭალაში კასპის მერის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი. ამბობს, რომ მოხუც კაცს მშობლიური მიწის და სოფლის ნოსტალგია აქვს: ,,სულ ამბობს, იქ უნდა მოვკვდე, სადაც ჩემი მშობლები და ძმა მარხიაო. შარშან როცა
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია