შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

IRI-ის პრეზიდენტი: ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2019

ეს არ არის ის საქართველო,  რომელსაც ვიცნობთ, აცხადებს საერაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი დენიელ თვაინინგი. ამერიკული გავლენიანი ორგანიზაცია, საქართველოში დემოკრატიის გაუარესებით შეშფოთებულია. საარჩევნო სისტემა, მოსამართლეების დანიშვნის საკამათო საკითხი და ხელისუფლების დამოკიდებულება სამოქალაქო ორგანიზაციებთან - ესაა თემები, რაზე საუბარიც ქართულ დელეგაციას, ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე მოუწია. 

ეს იყო „ოცნების“ დელეგაციის პირველი შეხვედრა, რაც ივანიშვილი ღიად დაესხა თავს IRI-ისა და NDI-ის. ქართულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ IRI-ის პრეზიდენტმა „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ IRI-ისა და NDI-ის თავს ჩაკეტილ საზოგადოებაში ავტორიტარული მთავრობები ესხმიან.

„ამერიკის ადმინისტრაცია გაკვირვებული იყო. გაკვირვებული იყო კონგრესის ბევრი წევრიც. ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ. IRI-ისა და NDI-ის ჩვეულებრივ თავს ჩაკეტილ საზოგადოებაში ავტორიტარული მთავრობები ესხმიან. ეს რაღაც ახალია, როდესაც თავდასხმა დემოკრატიული მთავრობის ძალაუფლების მქონე პირისგან მოდის. ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიის გარკვეულწილად გაუარესებაზე. ვისაუბრეთ ახალ საარჩევნო სისტემაზე და შიდა მოლაპარაკებებზე, მათ შორის ოპოზიციასთან. ჩვენ ვილაპარაკეთ მოსამართლეებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე, მთავრობის უთანხმოების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობებთან. ვისაუბრეთ როგორ ატარებს კვლევას აირაი.  საქართველოს სურს დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი იყოს და აირაის სურს ამის მხარდაჭერა“, - განაცხადა თვაინინგმა.

როგორც „ფორმულამ“ გაარკვია შეხვედრაზე ქართული მხარე პრეტენზიებით მივიდა. ივანიშვილის გუნდი ცდილობდა ორი კვირის წინანდელი თემის წამოწევას, რომ IRI-ის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე რენდი შენემანი ლობისტურ საქმიანობას ეწეოდა.

„არ ვიცი, მას აირაისთან შეხვედრა არ აქვს. ეს შეკითხვა მას უნდა დაუსვათ. საქართველოში ჩვენს პროგრამაში მას არავითარი როლი აქვს. ჩვენ 21 წელი ვმუშაობთ საქართველოში. საქართველოში ჩვენი გეგმა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების მხარდაჭერა და დემოკრატიული პარტიების მხარდამჭერაა“, - განაცხადა თვაინინგმა. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა „ენდიაი“ და „აირია“ გააკრიტიკა. „იმედის“ ეთერში ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვლევითი ორგანიზაციები „უნდოა“ და ისინი ამახინჯებენ კვლევებს და ამერიკელი ხალხისგან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, "ქართული ოცნების" კრიტიკით, აშშ-ს ინტერესებს აზიანებენ.

"ფორმულანიუსი"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია