შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დამკვირვებლები ჩივიან, რომ სარეგისტრაციო მაგიდები კედელზეა მიდგმული

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2018
ხაშურსა და კასპში დამკვირვებლები ჩივიან, რომ სარეგისტრაციო მაგიდები კედელზეა მიდგმული. ამის გამო, უჭირთ სადამკვირვებლო პროცედურების განხორციელება. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ცნობით, ხაშურის მე-8 უბანსა და კასპის #1 უბანზე მაგიდები უსტანდარტოთაა განთავსებული: ,,მაგიდები ისეა განლაგებული, რომ ვერ ვახორციელებთ დაკვირვებას. ჭირს სარეგისტრაციო მაგიდებთან მიმდინარე პროცესებისთვის თვალყურის მიდევნება" - აცხადებენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. უბანზე მყოფმა წარმომადგენლებმა შესაბამისი საჩივრები დაწერეს და ითხოვენ პრობლემის აღმოფხვრას.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია