შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გახარია მოზარდის გარდაცვალებაზე: არ არის დრო საკითხის პოლიტიზირების, ახლა კონკრეტული ნაბიჯების დროა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 დეკემბერი 2019

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. გახარიამ მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა ანალოგიური შემთხვევების პრევენციისთვის შესაბამისი რეფორმები უნდა ჩაატარონ.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. ყველა უწყებამ მიიღო შესაბამისი დავალება, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფოს ინსპექტორის გამოძიებასთან. ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამის უწყებებს. პირველ რიგში, შსს-მ უნდა იზურნოს მოზარდების დაკითხვების და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ სხვა უწყებებთან ერთად უნდა უზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლო აქვს მოზარდებთან. ასევე იუსტიციის სამინისტორმ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ როდესაც მათ აქვთ შეხება სამართალდამცავ სისტემასთან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა ჩვენ შემდგომი ნაბიჯები უფრო სწრაფად უნდა გადავდგათ. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როცა ჩვენ კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები და ვფიქრობ, დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს, განათლების გაუმჯობესებისა და სისტემური რეფორმების მიმართულებით, რაც ეხებათ მოზარდებს, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“, - განაცხადა გახარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია