შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის 45-ე უბანი ოპოზიციის წარმომადგენელს პოლიციის ჩარევით დაატოვებინეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის 45- ე საარჩევნო უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენელი ანა რუაძე პოლიციის ჩარევით გაიყვანეს.
როგორც რუაძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს რამდენჯერმე განუმარტა, რომ საარჩევნო ყუთთან ახლოს არ მდგარიყო. მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია პარტიების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება, რის გამოც უბანზე პოლიცია გამოიძახეს და მას შენობა დაატოვებინეს.
გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ანა რუაძე საუბნო კომისიის წევრებს მუშაობაში ხელს უშლიდა. მისივე თქმით, უბნიდან მისი გაძევებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
,,45-ე საარჩევნო უბნიდან გაძევდა კომისიის წევრი, რომელიც ხელს უშლიდა კომისიას მუშაობაში. მან არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა, არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები და კომისიის საქმიანობაში ჩარევის გამო უბნიდან გააძევეს’’,- განუცხადა knews.ge-ს მაია ჩუთლაშვილმა.

მოამზადა: მაკა ხაზიურმა

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია