გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დაიმშვიდა თავი გაიძვერამ" ვოლსკის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2019

"დაიმშვიდა თავი გაიძვერამ"  ასე ეხმაურება "ქართული ოცნების ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებას ფეისბუკ მომხმარებელი ნინო მეტრეველი:

"დაიმშვიდა თავი გაიძვერამ 
გარდატეხის ასაკი მარტო ქოციანობისააა? ადრე არ იყო, რომ ასეთი მდგომარეობა არ იყო? თქვენმა ვერგაძღომამ და მძიმე სოციალურმა ფონმა, უპერსპექტივობამ, უიმედობამ და თქვენს ბიზნესებზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ ჰო არ ქნა ეს?
მავნებლებო!"-წერს ნინო მეტრეველი.

ცნობისათვის, უმრავლესობის საპარლამენტო ლიდერი გიორგი ვოლსკი 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგედიას გამოეხნაირა და განაცხადა:

"გერმანიაში სამუშაო ადგილების დეფიციტი კი არ არის, სამუშაო ძალის დეფიციტია და ყოველ წელს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა იკლავს თავს გარდამტეხ პერიოდში, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

"პრობლემას ვხედავ გაუნათლებლობაში, მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც თავს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს ეძახიან. მოუსმინეთ რას ლაპარაკობს ხალხი, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ახალგაზრდებთან გარდამტეხ პერიოდში.

გერმანიაში სამუშაო ადგილების დეფიციტი კი არ არის, სამუშაო ძალის დეფიციტია და ყოველ წელს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა იკლავს თავს გარდამტეხ პერიოდში. ეს გლობალური პრობლემაა, რომელსაც ესეთი მიდგომა, რომ მაინცდამაინც პიროვნება გამოაჭენო წინ, დააბრალო და ყველა ცოდვა ჩამოკიდო, არის ყველაზე ცუდი გზა, რომელიც შეიძლება ავირჩიოთ ამ შემთხვევაში", - ამბობს გია ვოლსკი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია