კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურის უფროსის დაჭრაში ბრალდებული გათავისუფლდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2019

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის დაჭრაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, თორნიკე ტურიაშვილი 5000 ლარიან გირაოს გადაიხდის.

ბრალდებულის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაცით, ტურიაშვილს კანონით განსაზღვრული, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურა.

,,22 დეკემბერს უკვე იწურებოდა კანონით გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადა. ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ, თორნიკე ტურიაშვილს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. საქმის წარმოება გაგრძელდება”, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თორნიკე ტურიაშვილი და საქმესთან კავშირში მყოფი, უჩა ილაშვილი პოლიციელებმა 2019 წლის 21 მარტს დააკავეს. ტურიაშვილს გამოძიება გარემოსდაცვითი დეპარტამენტის რეგიონალური სამსახურის უფროსზე, ბესიკ შუბითიძეზე თავდასხმას, ილაშვილს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

უკანონო თევზჭერის ფაქტი, რომელიც მოქალაქეებსა და სამმართველოს უფროსს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არ დაადგინა და გადაწყვიტა, რომ არცერთ ბრალდებულს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცებით შემთხვევაში თორნიკე ტურაშვილს შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია