გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

WALL STREET JOURNAL: სიმდიდრის წინააღმდეგ სანქციები ივანიშვილს გამოაფხიზლებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2019

Wall Street Journal-ის რედაქტორთა საბჭო პირდაპირ მოუწოდებს შეერთებული შტატების მთვრობას, გამოიყენოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.  

სტატიაში ნათქვამია, რომ ქვეყანა გზის გასაყარზე დგას და დონალდ ტრამპს შეუძლია ახალგაზრდა დემოკრატია რუსეთს ხელიდან გამოსტაცოს. Wall Street Journal-ი წერს, რომ მმართველი პარტია ვაშინგტონთან კარგ ურთიერთობასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობის მისწრაფებაზე საუბრობს, თუმცა მედგრად უბიძგებს და აბრუნებს საქართველოს მოსკოვის გავლენის ქვეშ, რომელიც დღემდე ინარჩუნებს სამხედრო და დაზვერვის ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სტატიაში აღწერილია გავრილოვის ვიზიტის შემდგომ განვითარებული მოვლენები და ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციების დროს დაპირებული რეფორმა არ შესრულდა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი, რომლის გადადგომასაც დემონსტრანტები მოითხოვდნენ, დააწინაურეს და პრემიერად დანიშნეს. სტატიის თანახმად, გახარია ამის შემდეგ უფრო ძალადობრივი გახდა დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიტიკურ ოპონენტებს კი გრძელვადიანი პატიმრობით დაემუქრა.

"შეერთებულ შტატებს შეუძლია მმართველ პარტიას უბიძგოს იმოქმედოს დემოკრატიაზე ნათქვამი სიტყვების შესაბამისად და ახალი სიცოცხლე შესძინოს ქართულ პოლიტიკურ მოძრაობებს, რომლებსაც მოსკოვს, ბრიუსელი და ვაშინგტონი ურჩევნიათ", - წერს Wall Street Journal-ი.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია