შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილის ჭარბი ნდობა ისე გაქრა, როგორც ტროლების ფაბრიკა"- ქეთი დევდარიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 დეკემბერი 2019

გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“, სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა IPSOS-ის ახალ კვლევებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის ლიდერების ეფექტურობაზე ჩატარდა.

კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს თბილისის მერი კახი კალაძე უსწრებს.

„მაჩვენებელია რომ პირველ ადგილზე არის არავინ, მეორე ადგილზე კახა კალაძე, მართალია ცუდად, მაგრამ რაღაცას აკეთებს მაინც, აქტიურ ქმედებებშია ჩართული, ამ აქტიური ქმედებებიდან სასარგებლო რამდენია და უსარგებლო ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჩანს რომ ბიძინა ივანიშვილზე იმდენად ყველა დარწმუნდა, რომ ფეოდალთან აქვს საქმე თავისიანებიც აღარ აძლევენ ხმას, მისთვის ეს კვლევა კარგი ნიშანი იქნება იმის, რომ ის ჭარბი ნდობა გაქრა, როგორც ტროლების ფაბრიკა ისე“,-განაცხადა სცენარისტმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია