შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პირველრიგში მე ვეუბნევი ჩვენს სამღვდელოებას სიყვარულით მოექეცით მრევლს..."- მეუფე საბა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2019

მეუფე საბა ( იწკირველი)

პირველრიგში მე ვეუბნევი ჩვენს სამღვდელოებას სიყვარულით მოექეცით მრევლს...
ემსახურეთ მათ, ესაუბრეთ, ანუგეშეთ. ხშირად ვერ ეხსნება ადამიანი მოძღვარს, ვერ ეუბნება თავის ტკივილის, რადგან ეშინია მისი.

ზოგიერთი ადამიანი მოდის და ამბობს, მე მკაცრი მოძღვარი მყავსო და ეშინია მისი.
რას ჰქვია მკაცრი მოძღვარი გყავს? მოძღვარი უნდა იყოს მოსიყვარულე, მოძღვარმა უნდა დაგანახოს შენ სითბო...
მკაცრი მხოლოდ საკუთარ თავთან უნდა იყოს სასულიერო პირი.

როდესაც ადამიანი ჩაიდენს მძიმე ცოდვას, მიდის მოძღვართან, ესაუბრება და როდესაც მოძღვარი აშინებს მას ჯოჯოხეთით, როცა მოძღვარი მას ეჩხუბება, ეს არის საშინელი შეცდომა..
თუ ამ ადამიანმა მეორეთი ჩაიდინა ისევ ის ცოდვა ის აღარ მივა მასთან, რადგან მან ვერ მიიღო ნუგეში...

გაუფრთხილდით მრევლის თითოეულ წევრს, გაუფრთხილდით თითოელ ადამიანს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია