გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პანდას“ ყოფილი თანამშრომელი - "ტროლების ფაბრიკამ მაჩალიკაშვილის და სარალიძის „გაშავება“ მომთხოვეს“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2019

ტროლების ქარხნის ყოფილი თანამშრომლის აღიარება - 24 წლის ახალგაზრდა აცხადებს, რომ 2018 წელს სამსახურში ის სწორედ „პანდას“ წევრებმა აიყვანეს. როდესაც გასაუბრებაზე მიდიოდა, ეგონა, რომ ტურისტულ სააგენტოში იწყებდა მუშაობას.

24 წლის ბიჭი "ფორმულასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ტროლების ფაბრიკა მას შემდეგ დატოვა, რაც შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილი "გაშავება" მოსთხოვეს. აღნიშნული პიროვნება ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფეისბუქ ქვერდებს "პანდას" წევრები მართავდნენ და აცხადებს, რომ მათ კავშირი ჰქონდათ პროსახელისუფლებო მედიებთანაც. პანდას ყოფილი თანამშრომელი ასაჯაროვებს იმ დოკუმენტსაც, რომელიც უტყუარს ხდის მამუკა ხაზარაძის ბრალდებას "თი ბი სი" ბანკზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის და რუსთაველის #12ში მდებარე ტროლების ქარხნის შესახებ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია