ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იქნება დარტყმა ქართული ოცნებისთვის-ქართულ ოცნებას ამჯერად მკაცრად აკრიტიკებს ამერიკული გავლენიანი მედია, NEW YORK TIMES-ი.
ჟურნალისტი გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, თუ რამხელა გავლენა აქვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადებასა და მოთხოვნას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან გაათავისუფლოს. სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ჩარევა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს იქნება დარტყმა მმართველი პარტია, ქართული ოცნებისთვის, რომელსაც საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
„დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან“ ,- ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ გამოქვეყნებულ განცხადებაში.