დედაქალაქის მერმა "მთავარი არხის" ჟურნალისტთან კომენტარისას არაკორექტული განცხადება გააკეთა. კახა კალაძეს თამთა დოლენჯაშვილმა ჰკითხა, რამდენად სწორად იყო შევსებული სატენდერო დოკუმენტაცია, რადგან თბილისში "ალვის ხე" ამოიტაანეს.
ჟურნალისტი შეეცადა მერისგან მიეღო პასუხი რამდენად შეესაბამებოდა დოკუმენტაციაში მითითებული პარამეტრები, ნაძვის ხის რეალურ პროპორციებს, რადგან მისივე ინფორმაციით, ნაძვის ხე კალაძესაც არ მოეწონა.
„საიდან იგონებთ ამ ტყუილებს ან რატომ იგონებთ, გაერთეთ, ახალი წელია ისიამოვნეთ… თქვენ გჭირდებათ ახლა სიამოვნება და გართობა…
"სიგრძე და სიგანე ნაცებს გეყოფათ"- მიმართა მერმა ჟურნალისტს.
"მთავარის" კორესპოდენტმა პოლიტიკოსს უთხრა, რომ ის არაცერთ პარტიას არ წარმოადგენდა და იყო მედიის წარმომადგენელი, რაზეც კალაზემ უთხრა: "კარგით, ახლა მედია ცოტა ზედმეტია".