შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოლიტიკური შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ - ოპოზიციის ე.წ. შავ სიაში ივანიშვილი და გახარია მოხვდნენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 დეკემბერი 2019

ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. შავ სიაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და 20 ივნისისი ერთ-ერთი მთავარი დამგეგმავი, გიორგი გახარია მოხვდნენ. 

სიას ოპოზიცია ევროსაბჭოს კრიტერიუმების შესაბამისად ადგენს და იმ პირებს შეიყვანს, ვინც მოქალაქეების უკანონო დაკავებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში იყვნენ ჩართული. შავ სიას თან დაერთვება მათი ჩამონათვალი, რომლებსაც კომისია რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევს. საბოლოოდ ოპოზიცია სიას საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემს და სანქციების დაწესებასაც ინდივიდუალურად მოითხოვს, რაც შესაძლოა ფინანსური ანგარიშების დაყადაღებით და ქვეყნებში გადაადგილების შეზღუდვით დასრულდეს. 

 „ასეთი ინფორმაციები პირველ რიგში კეთდება, იმიტომ რომ არსებობდეს ერთიანი ბაზა. როდესაც ჩვენ ველაპარაკებით საერთაშორისო პარტნიორებს მათ სჭირდებათ გაცილებით უფრო კონკრეტული ინფორმაცია. მომავალში, როდესაც დადგება ხელისუფლების ცვლილების ეტაპი, ის ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ პოლიტიკურ დავალებებს და არ ემორჩილებოდნენ კანონის პრინციპს, მოხდეს სწორედ მათი პასუხისმგებლოს საკითხის განსაზღვრა“, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

ე.წ. შავი სიის შექმნის ინიციატივას "ევროპული საქართველოც" შეუერთდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ასეთი სიის არსებობა აუცილებელია, რათა საერთაშორისო პარტნიორებს შესაბამისი ინფორმაცია ჰქონდეთ. 

"ჩვენ შევუერთდით ინიციატივას შავი სიების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩადიან კრიმინალს, ვისი გაყალბებული ჩვენებების გამოც ადამიანები პოლიტიკური მოტივებით მიდიან ციხეში, ასეთმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. საუბარია სწორედ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. საუბარია პარტნიორებთან შეთანხმებულ ნაბიჯებზე, რომ ასეთ ადამიანებს დაუწესდეთ პოლიტიკური შეზღუდვები", - განაცხადა ბაქრაძემ. 

სიაში ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი, ამჟამინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალვა თადუმაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი,  საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც არიან. 

"ფორმულანიუსი"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია